შალვა პაპუაშვილი ლიეტუვის მიერ დიპლომატიური პასპორტების მქონეებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე: უნდა ვიცოდეთ, რომ ეს გადაწყვეტილებები 2010 წელს დადებული ხელშეკრულების, უხეში და სამართლებრივი საფუძვლის არმქონე, დარღვევაა
ლიეტუვის გადაწყვეტილებას დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ეხმიანება. შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ეს გადაწყვეტილებები საერთაშორისო ხელშეკრულების უხეში დარღვევაა და მას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია
