მმართველი გუნდი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ მიზანმიმართულ სიცრუესა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში ადანაშაულებს
მმართველი გუნდი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ მიზანმიმართულ სიცრუესა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში ადანაშაულებს. „საიაში“ მიიჩნევენ, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის დანაშაულად არ უნდა შეფასდეს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის სანქცია გათვალისწინებულია, როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა, ისე სისხლის სამართლის კოდექსში, რაც „საიას“ თქმით, მიუთითებს იმაზე, რომ ერთი და იგივე ქმედება შეიძლება შეფასდეს, როგორც სამართალდარღვევად, ისე დანაშაულად. ორგანიზაცია წერს, რომ უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ ნორმას, რომელიც პირის თავისუფლებას ნაკლებად ზღუდავს. მმართველი გუნდი კანონს განმარტავს და ამბობს, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ეს განცხადება ან არაკვალიფიციურობის ბრალია, ან მიზანმიმართული დეზინფორმაციაა
