პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობის საქმე განიხილეს
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობის საქმე განიხილეს. დეტალები კომისიას გურამ შარაძის შვილმა რუსუდან შარაძემ გააცნო. ის ამბობს, რომ გიორგი ბარათელს მკვლელობა დააბრალეს, რეალურად კი გურამ შარაძეს ორმა დაქირავებულმა მკვლელმა ესროლა. რუსუდან შარაძემ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების სახელები და გვარებიც დაასახელა
