"გარდიანი" წერს, რომ რუსეთმა კიევისთვის დასავლური სამხედრო დახმარების მიწოდებაზე, ჯაშუშური თვალთვალის მიზნით, უკრაინაში ათასობით, ევროპის ქვეყნებში კი ასობით სათვალთვალო კამერის მონაცემებზე წვდომა მოიპოვა
გარდიანი წერს, რომ რუსეთმა კიევისთვის დასავლური სამხედრო დახმარების მიწოდებაზე, ჯაშუშური თვალთვალის მიზნით, უკრაინაში ათასობით, ევროპის ქვეყნებში კი ასობით სათვალთვალო კამერის მონაცემებზე წვდომა მოიპოვა. ბრიტანეთის დაზვერვა რუსეთის სამხედრო დაზვერვას ჰაკერულ თავდასხმასა და სხვადასხვა სახის ჯაშუშურ საქმიანობაში ადანაშაულებს. საერთშო ჯამში, რუსეთმა კონტროლი მოიპოვა 10 ათასზე მეტ ვიდეო კამერაზე, რომლებიც დამონტაჟებული იყო უკრაინისა და ევროპის სამხედრო ობიექტების სიახლოვეს და სარკინიგზო სადგურებში. დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსი ჰაკერების ჯგუფი ლოგისტიკურ და ტექნოლოგიურ კომპანიებზე კიბერთავდასხმებს 2022 წლიდან მიმართავს.
