ვაშინგტონში ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომლის მკვლელობას ამერიკის პრეზიდენტმა ანტისემიტიზმზე დაფუძნებული საზარელი მკვლელობა უწოდა
ვაშინგტონში ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომლის მკვლელობას ამერიკის პრეზიდენტმა ანტისემიტიზმზე დაფუძნებული საზარელი მკვლელობა უწოდა. „სიძულვილისა და რადიკალიზმის ადგილი არ არის ამერიკის შეერთებულ შტატებში“- წერს ტრამპი სოციალურ ქსელში. თავდასხმის შემდეგ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მსოფლიოს მასშტაბით ისრაელის დიპლომატიურ მისიებში უსაფრთხოების ზომების გამკაცრების განკარგულება გასცა. ვაშინგტონის ცენტრში ისრაელის საელჩოს ორ თანამშრომელს, სარა მილგრემსა და იარონ ლიშინსკის 30 წლის მამაკაცმა მაშინ ესროლა, როცა ისინი ებრაული მუზეუმიდან გამოდიოდნენ. თავდამსხმელი დაკავებულია, გამოძიება ტერორიზმთან მის პოტენციურ კავშირს ადგენს.
