იმერეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ლატვიის ორი მოქალაქე დააკავა
იმერეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ლატვიის ორი მოქალაქე დააკავა. სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
