პარლამენტის თავმჯდომარე დონორების პასუხისმგებლობაზე საუბრობს
პარლამენტის თავმჯდომარე დონორების პასუხისმგებლობაზე საუბრობს. შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ორი არასამთავრობო ორგანიზაციის ოფიციალური გვერდის ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის არალეგიტიმურად მოხსენიება, დეზინფორმაციასთან ერთად, დემოკრატიული ინსტიტუტების უარყოფაა. პირველი კანონმდებლის განცხადებით, საგანგაშოა, რომ ევროკავშირის საელჩოს, დღემდე, არ დაუგმია მისი დაფინანსებული პირებისგან მომდინარე ძალადობა, სიძულვილი და დეზინფორმაცია.
