ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის დანაშაულად არ უნდა შეფასდეს
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის დანაშაულად არ უნდა შეფასდეს. არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის სანქცია გათვალისწინებულია, როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ისე სისხლის სამართლის კოდექსში, რაც საიას თქმით, მიუთითებს, იმაზე, რომ ერთი და იგივე ქმედება შეიძლება შეფასდეს, როგორც სამართალდარღვევად, ისე დანაშაულად. უპირატესობა კი უნდა მიენიჭოს იმ ნორმას, რომელიც პირის თავისუფლებას ნაკლებად ზღუდავს. პარლამენტის წევრები დეტალურად განმარტავენ, თუ რატომ არის საიას განცხადება დეზინფორმაცია
სიუჟეტის ავტორი: მეგი ნარსავიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
