სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ლეგენდარულ სპორტსმენს, ტრამპლინიდან მხტომელს კობა წაქაძეს 91 წლის იუბილე მიულოცა.
სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ლეგენდარულ სპორტსმენს, ტრამპლინიდან მხტომელს კობა წაქაძეს 91 წლის იუბილე მიულოცა. წაქაძე ოთხი ოლიმპიური თამაშების მონაწილეა. მან ექვსჯერ საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა მოიპოვა, ხოლო სამჯერ საბჭოთა კავშირის თასი მოიგო. საერთო ჯამში კარიერის მანძილზე 54 შეჯიბრებაში გაიმარჯვა.
