დონალდ ტრამპმა „ენ ბისი ნიუსის“ ჟურნალისტს საშინელი რეპორტიორი უწოდა
დონალდ ტრამპმა „ენ ბისი ნიუსის“ ჟურნალისტს საშინელი რეპორტიორი უწოდა. ინციდენტი თეთრ სახლში მოხდა, სადაც შეერთებული შტატების პრეზიდენტი სამხრეთ აფრიკელ კოლეგას ხვდებოდა. ტრამპის გაღიზიანება ჟურნალისტის კითხვამ გამოიწვია, რომელიც კატარის მიერ ნაჩუქარ ძვირად ღირებულ ბოინგს ეხებოდა. როგორც ტრამპმა აღნიშნა, თვითმფრინავის გარდა, კატარი შეერთებულ შტატებში 5 ტრილიონი დოლარის ინვესტიციის ჩადებას აპირებს, რაც ქვეყნის ინტერესებში შედის.
