ისრაელის პრემიერ-მინისტრი ღაზის სექტორში ომის დასასრულებლად საკუთარ პირობებს ასახელებს
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ღაზის სექტორში ომის დასასრულებლად საკუთარ პირობებს ასახელებს. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი მზადაა ომი შეწყვიტოს იმ შემთხვევაში, თუ ჰამასი ყველა მძევალს გაათავისუფლებს, იარაღს დაყრის და ხელისუფლებიდან წავა. ამის შემდეგ კი ღაზის სექტორი მთლიანად უნდა განიარაღდეს და ანკლავში ტრამპის გეგმა განხორციელდეს, რაც ღაზის მცხოვრებლებს, სურვილის შემთხვევაში, ანკლავის დატოვების შესაძლებლობას მისცემს.
