რუსეთმა ხარკოვის ოლქზე საჰაერო იერიში მიიტანა
რუსეთმა ხარკოვის ოლქზე საჰაერო იერიში მიიტანა. თავდასხმა კუპიანსკის რაიონზე მოხდა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა ერთი ადამიანი. დაშავდა 4. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლი, ავტოფარეხი და დამხმარე ნაგებობები. უკრაინული მხარის განცხადებით, ოკუპანტებმა მართვადი ავიაბომბი გამოიყენეს.
