შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, კახეთის რეგიონში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სამოქალაქო უსაფრთხოების მრავალკომპონენტიანი სახანძრო-სამაშველო სწავლება ჩაატარა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, კახეთის რეგიონში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სამოქალაქო უსაფრთხოების მრავალკომპონენტიანი სახანძრო-სამაშველო სწავლება ჩაატარა. ღონისძიება, საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელდა. სწავლების მიზანია , საქართველოს და აზერბაიჯანს შორის საგანგებო სიტუაციების დროს, კოორდინირებული მოქმედებების დახვეწა, არსებული განგაშის გამაფრთხილებელი სისტემის ტესტირება და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.
