ოპოზიციური მედიასაშუალებებით მორიგი დეზინფორმაცია გავრცელდა, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა საქართველოს ხელისუფლებას ანტი ამერიკული მთავრობა უწოდა
ოპოზიციური მედიასაშუალებებით მორიგი დეზინფორმაცია გავრცელდა, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა საქართველოს ხელისუფლებას ანტი ამერიკული მთავრობა უწოდა. კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტში ოპოზიციის მოკავშირე ჯო უილსონის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, მარკო რუბიოს არც „ქართული ოცნება“ და არც საქართველო არ უხსენებია. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციაში საქართველოზე ჩამოყალიბებული პოზიცია ჯერ არ აქვთ, რაც მარკო რუბიოს პასუხმაც დაადასტურა.
