ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველო ფრანკფურტის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველო ფრანკფურტის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს. ჩვენს ქვეყანაში საერთაშორისო კონგრესების, კონფერენციებისა და ფორუმების ჩატარების მიზნით, ქართული სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები ევროპულ კომპანიებთან მოლაპარაკებებს მართავენ. გამოფენაზე 3 000- ზე მეტი კომპანია და ორგანიზაციაა წარმოდგენილი.

სიუჟეტის ავტორი: სალომე შანშიაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები