საქართველოსა და კატარს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაიწყება
საქართველოსა და კატარს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაიწყება. გადაწყვეტილება ლევან დავითაშვილისა და კატარის ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრის შეხვედრაზე მიიღეს. კატარში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, მონაწილეობა მიიღო კატარის ეკონომიკურ ფორუმში და დაესწრო რამდენიმე სესიას, სადაც მომხსენებლები მაღალი რანგის პოლიტიკური ლიდერები და გლობალური კომპანიების ხელმძღვანელები იყვნენ.