თბილისის მუნიციპალური ინსპექცია უნებართვო მშენებლობის გამოვლენისა და მათზე რეაგირების მიზნით, 24- საათიან რეჟიმში მუშაობს
თბილისის მუნიციპალური ინსპექცია უნებართვო მშენებლობის გამოვლენისა და მათზე რეაგირების მიზნით, 24- საათიან რეჟიმში მუშაობს. მარტო მიმდინარე წელს, უკვე შეჩერებულია 120-მდე უკანონო მშენებლობა. დედაქალაქის მერია მოუწოდებს მოქალაქეებს, დაემორჩილონ კანონს და სანამ მშენებლობას დაგეგმავენ, ნებართვის მისაღებად მერიის შესაბამის სამსახურებს მიმართონ. კანონდარღვევა სოლიდურ ფინანსურ სანქციას, რიგ შემთხვევაში კი, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც ითვალისწინებს.
სიუჟეტის ავტორი: ხატია იობიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
