უნივერსიტეტისა და პეტრე ქავთარაძის ქუჩებს დღეიდან საავტომობილო გვირაბი აკავშირებს
უნივერსიტეტისა და პეტრე ქავთარაძის ქუჩებს დღეიდან საავტომობილო გვირაბი აკავშირებს. მშენებლობა დასრულებულია. პროექტის ფარგლებში, მოეწყო მისასვლელი და გამოსასვლელი პანდუსები, ტროტუარი, სანიაღვრე და სადრენაჟე სისტემები, ასევე, დამონტაჟდა გარე და გვირაბის შიდა განათების თანამედროვე სისტემა. პარალელურად, განახლდა მიხეილ შავიშვილის ქუჩაც. პროექტის მიზანი დედაქალაქის სატრანსპორტო ქსელის განვითარების დინამიკის გაუმჯობესებაა.
