ჯიჰადისტობიდან სირიის პრეზიდენტობამდე - სირიაში ამერიკის ყოფილი ელჩი აცხადებს, რომ მას ბრიტანულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ აჰმედ ალ შარას ტერორისტული სამყაროდან გამოყვანა და პოლიტიკური როლისთვის მომზადება დაავალა
ჯიჰადისტობიდან სირიის პრეზიდენტობამდე - სირიაში ამერიკის ყოფილი ელჩი აცხადებს, რომ მას ბრიტანულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ აჰმედ ალ შარას ტერორისტული სამყაროდან გამოყვანა და პოლიტიკური როლისთვის მომზადება დაავალა. რობერტ ფორდის თქმით, ალ-ქაიდას დანაყოფის - ნუსრას ფრონტის ლიდერს, რომელიც დღეს სირიის ლიდერია, მასთან საუბარში ერთხელაც არ მოუხდია ბოდიში ერაყსა და სირიაში ჩადენილი ტერორისტული თავდასხმებისთვის. ყოფილი ელჩის თქმით, ალ შარა მკაცრი ჯიჰადისტური იდეოლოგიებიდან პრაგმატული, პოლიტიკური მმართველობის მიმართულებით შეიცვალა.
