დღეს საქართველოში მუშაობა დაიწყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ
დღეს საქართველოში მუშაობა დაიწყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ. მისიის ხელმძღვანელმა პირველი შეხვედრა ფინანსთა მინისტრთან გამართა. მისიის მიზანია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობის, ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის განხილვა. ლაშა ხუციშვილმა მისიის წევრებს გააცნო ეკონომიკაში არსებული ვითარება, 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები და საშუალოვადიანი პერიოდის პროგნოზები.
