პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია ხვალ დილის ცხრა საათიდან დაიწყება და 17 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება
პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია ხვალ დილის ცხრა საათიდან დაიწყება და 17 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე. მოზარდის სისტემაში რეგისტრაციას, უზრუნველყოფს მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად, აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა სკოლებში 18 ივნისიდან 27 ივნისის ჩათვლით მოხდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.
