ლევან დავითაშვილმა მონაწილეობა მიიღო კატარის მეხუთე ეკონომიკურ ფორუმში, რომელშიც 2500-ზე მეტი გლობალური ლიდერი მონაწილეობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მონაწილეობა მიიღო კატარის მეხუთე ეკონომიკურ ფორუმში, რომელშიც 2500-ზე მეტი გლობალური ლიდერი მონაწილეობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ფორუმის ფარგლებში ლევან დავითაშვილი დაესწრო რამდენიმე სესიას, სადაც მომხსენებლები მაღალი რანგის პოლიტიკური ლიდერები და გლობალური კომპანიების ხელმძღვანელი პირები იყვნენ. ვიზიტის ფარგლებში პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე შეხვედრა გამართა კატარის სახელმწიფოს ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრთან, სადაც სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვანი მიმართულებები, მათ შორის საინვესტიციო, ენერგეტიკის, ტურიზმის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები დაიწყება.