ირაკლი ზარქუას მიმართ განხორციელებულ თავდასხმაზე გამოძიება დაიწყო
ირაკლი ზარქუას მიმართ განხორციელებულ თავდასხმაზე გამოძიება დაიწყო. ადმინისტრაციული საქმის წარმოება გულისხმობს პარლამენტის წევრის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ითვალისწინებს 2500 ლარიან ჯარიმას, ან 45 დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას. ზუგდიდის პოლიციაში თავდასხმის ორგანიზატორებს უკვე გადაეცათ საქმის მასალები. დეპუტატს ელენე ხოშტარიას პარტიის აქტივისტები დაესხნენ თავს. არსებული ინფორმაციით, მარიამ სიჭინავამ და გერმანული ფონდის ბენეფიციარმა კერენ ესებუამ, ზუგდიდში ირაკლი ზარქუას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ხელისუფლების განცხადებით, ოპოზიციის და მათი მხარდამჭერების მიზანი, პროცესების რადიკალიზაციაა, პასუხისმგებლობა კი ევროპელ ბიუროკრატებს ეკისრებათ
