სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე – "მაჭავარიანი საქართველოს წინააღმდეგ"
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე – "მაჭავარიანი საქართველოს წინააღმდეგ". გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, ასევე საქმის სამართლიანი განხილვის უფლება არ დარღვეულა. საუბარია 2020 წლის 9 ნოემბერს პარლამენტთან გამართულ აქციაზე, ალექსი მაჭავარიანის მიერ შეშის მიტანის მცდელობისას, მის ადმინისტრაციულ დაკავებაზე. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ სტრასბურგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება კოლექტიური "ნაცმოძრაობისთვის"განაჩენია.
