ბიზნესზე ზეწოლაზე, მედიისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე ისაუბრა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ტელეკომპანია "იმედის" მფლობელმა
ბიზნესზე ზეწოლაზე, მედიისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე ისაუბრა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ტელეკომპანია იმედის მფლობელმა. ირაკლი რუხაძემ დაასახელა ყოფილი მაღალჩინოსნების კონკრეტული სახელები და გვარები, მათ შორის მიხეილ სააკაშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა. ირაკლი რუხაძის განცხადებით, სწორედ ეს ყოფილი მაღალჩინოსნები იყვნენ ჩართული ტელეკომპანია იმედის დარბევაში და ბადრი პატარკაციშვილისთვის ტელეკომპანიის წართმევაში. რუხაძემ გაიხსენა ის მოლაპარაკებებიც, როცა ხელისუფლებაში მყოფი ნაციონალური მოძრაობა მზად იყო ტელეკომპანია იმედი ბადრი პატარკაციშვილისთვის ქვეყნის ერთ-ერთ სტრატეგიულ ობიექტში გაეცვალა , საუბარია საქართველოს რკინიგზაზე. იმედის მფლობელმა ისაუბრა იმ ტერორზეც, რომელიც ამ მოვლენების პარალელურად, მასზე და მის ახლობლებზე ხორციელდებოდა