"ნიუ-იორკ თაიმსი" უკრაინის სამშვიდობო პროცესიდან დონალდ ტრამპის დისტანცირებას არ გამორიცხავს
"ნიუ-იორკ თაიმსი" უკრაინის სამშვიდობო პროცესიდან დონალდ ტრამპის დისტანცირებას არ გამორიცხავს. გამოცემა წერს, რომ უკრაინის ომზე ტრამპს ახალი პოზიცია აქვს რომ ეს მისი პრობლემა არ არის. ამერიკის პრეზიდენტი ასევე უარზეა შეუერთდეს ევროპას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების საკითხში. გამოცემის ცნობით, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ომის დასრულებისთვის რუსეთმა და უკრაინამ გამოსავალი შუამავლების გარეშე, დამოუკიდებლად უნდა გამონახონ.
