„ვაზისა და ღვინის სამართალი“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა პრეზენტაცია პროფესორ გია მეფარიშვილისა და პრაქტიკოსი იურისტის, ბიზნეს სამართლის მაგისტრის ნატო ტაბუცაძის წიგნის - „ვაზისა და ღვინის სამართალი“ . ნაშრომი, უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ბაზაზე გამოიცა და ეძღვნება ღვინის ინდუსტრიის ფრანგულ, ევროპულ და ქართულ სამართლებრივ რეგულაციებს.
