პრემიერ-მინისტრმა კომენტარი ალბანეთში გამართულ შეხვედრებსა და სამიტზე გააკეთა
პრემიერ-მინისტრმა კომენტარი ალბანეთში გამართულ შეხვედრებსა და სამიტზე გააკეთა. ირაკლი კობახიძემ საფრანგეთის პრეზიდენტთან საუბრის დეტალები არ თქვა, თუმცა ისაუბრა მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაზე. პრემიერ-მინისტრის თქმით, მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულებაზე, აღნიშნა, რომ ფაქტებზე საუბარი არ სიამოვნებდათ, არ ჰქონდათ პასუხები და ლიდერებს შორის გამოყო ბრიტანეთის პრემიერ- მინისტრი.