სტრასბურგის სასამართლო კოლექტიური ნაცმოძრაობისთვის განაჩენია
სტრასბურგის სასამართლო კოლექტიური ნაცმოძრაობისთვის განაჩენია. მმართველი გუნდის განცხადებით, ოპოზიცია ხელისუფლებასთან ბევრჯერ დამარცხდა. საუბარია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, საქმეზე – "მაჭავარიანი საქართველოს წინააღმდეგ". სასამართლომ თქვა , რომ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება,ასევე საქმის სამართლიანი განხილვის უფლება არ დარღვეულა. დაკავება კი სასამართლოს შეფასებით, მოხდა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლით გათვალისწინებული წინაპირობების დაცვით.
