შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისთვის 2 ადამიანი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისთვის ორი ადამიანი დააკავა. ამოღებულია ორასი აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“ და ფსიქოტროპული პრეპარატი „ლირიკა“. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
