პრემიერის განკარგულება
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, 24 თებერვალს დიდთოვლობით გამოწვეული ნგრევის შედეგად გარდაცვლილი მოქალაქის ოჯახს, სოციალური მხარდაჭერის მიზნით, ერთჯერადად 20 000 ლარის ფულადი დახმარება გადაეცემა. გარდაცვლილის ოჯახის წევრმა, შვილმა ან მეუღლემ განცხადება და საჭირო დოკუმენტები სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრში უნდა წარადგინოს. განკარგულებას ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.
