23 მაისს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ეკა კვალიაშვილის საიუბილეო საღამო გაიმართება
23 მაისს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ეკა კვალიაშვილის საიუბილეო საღამო გაიმართება. ამჯერად ეკა კვალიაშვილი პირველად წარდგება მსმენელის წინაშე როგორც კომპოზიტორი. ღონისძიებას გაუძღვება მუსიკათმცოდნე მაია დათუნაშვილი, რომელიც ეკას შემოქმედების ნაცნობ და აქამდე უცნობ დეტალებზე უამბობს მსმენელს. კონცერტი 20 საათზე დაიწყება და მასში, მომღერალთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ მისი მეგობრები და კოლეგები. კონცერტს მუსიკალურად გააფორმებს მაესტრო ზურაბ მახნიაშვილი, ასევე სიმებიანი ორკესტრი და ინსტრუმენტული ბენდი.
