გაეროს ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარებით სავსე 100 სატვირთო მანქანის შეყვანის ნებართვა მისცეს
გაეროს ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარებით სავსე 100 სატვირთო მანქანის შეყვანის ნებართვა მისცეს. ცოტა ხნით ადრე, ჰუმანიტარულ და საგანგებო საკითხებში გაეროს გენმდივნის მოადგილემ გაავრცელა განცხადება, რომ ჰუმანიტარული დახმარების გარეშე, უახლოეს 48 საათში ანკლავში 15 000 ბავშვი დაიღუპებოდა. ამ დროისთვის ღაზის სექტორში 5 სატვირთო მანქანაა შესული, თუმცა მოსახლეობისთვის პროდუქციის დარიგება ჯერ არ დაწყებულა. ჰუმანიტარული დახმარების შეტანაზე ღაზის სექტორში 11 კვირიანი ბლოკადა გუშინ დასრულდა.
