ევროკავშირი დიპლომატიურ მისიებს შეამცირებს
ევროკავშირი დიპლომატიურ მისიებს შეამცირებს. „პოლიტიკოს“ ცნობით, ევროკავშირის ინსტიტუტების ბიუჯეტის შეზღუდვის ფარგლებში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური ათი დიპლომატიური წარმომადგენლობის შემცირებას და 100 თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს. გამოცემის ინფორმაციით, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა კომისარმა კაია კალასმა რეორგანიზაციის გეგმა ევროკომისიას გასულ კვირას წარუდგინა. შემცირებაში მოჰყვებიან ისეთ ქვეყნებში არსებული დიპლომატიური მისიები, სადაც ევროკავშირს ინტერესები აღარ აქვს. პოლიტიკო წერს, რომ ეს შესაძლოა იყოს ბელარუსი და ლესოტო.
