ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი მიიღო
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი მიიღო. საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის თქმით, ახალი სანქციების სამიზნე რუსეთის ეგრეთ წოდებული ჩრდილოვანი ფლოტია. ზომები ასევე ეხება ჰიბრიდულ საფრთხესა და ადამიანის უფლებების დაცვას. კალასი ასევე ამბობს, რომ მოსკოვის მიერ ომის გახანგრძლივების შემთხვევაში, ბრიუსელი მზადაა მოსკოვზე წნეხი კიდევ უფრო გააძლიეროს.
