გერმანიის თავდაცვის მინისტრის განცხადება
გერმანიის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაში ომის დასრულებით დაინტერესებული არ არის და ვაშინგტონთან მოლაპარაკებებისას ის სამშვიდობო პროცესს აჭიანურებს. პისტორიუსი ამბობს, რომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ საკუთარი პირობებით სურს, კერძოდ, მოსკოვი კვლავ ითხოვს, რომ უკრაინა ნატოს წევრი არ გახდეს და კიევი ტერიტორიულ დათმობებზე წავიდეს. ეს კი, მინისტრის თქმით, უკრაინის პარტნიორებისთვის მიუღებელია.
