უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთი, უკრაინის ოკუპაციის მიზნით, დროის მოგებას ცდილობს
უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთი, უკრაინის ოკუპაციის მიზნით, დროის მოგებას ცდილობს. ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა სამშვიდობო მოლაპარაკებების ნებისმიერი ფორმატისთვის მზადაა, თუმცა, თუ რუსეთი არარეალისტური პირობების წაყენებით ხელს შეუშლის ომის დასრულების პროცესს, მაშინ ამას უკრაინის დასავლელი პარტნიორების მხრიდან მოსკოვისთვის მძიმე შედეგები უნდა მოჰყვეს.
