თბილისის 2025 წლის ბიუჯეტი 15 მილიონი ლარით გაიზარდა
თბილისის 2025 წლის ბიუჯეტი 15 მილიონი ლარით გაიზარდა. ფინანსურ დოკუმენტში შესატან ცვლილებებზე საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს. ჯამში თბილისის ბიუჯეტის მოცულობა ორი მილიარდ 209 მილიონ 347 ათას ხუთასი ლარია. მოცმულია პრიორიტეტებიც. თანხები ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებს მოხმარდება. სხდომაზე კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა დაკმაყოფილების საკითხიც განიხილეს.