პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი კატარში იმყოფება
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი კატარში იმყოფება. ლევან დავითაშვილი შეხვდა კატარის პრემიერ-მინისტრს და დაესწრო კატარის მეხუთე ეკონომიკურ ფორუმს, რომელშიც 2500-ზე მეტი გლობალური ლიდერი მონაწილეობს როგორც ყურის ქვეყნებიდან, ისე მთელი მსოფლიოდან. კატარის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა. ვიზიტის ფარგლებში პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე შეხვედრა გამართა საუდის არაბეთის სამეფოს ეკონომიკისა და დაგეგმვის მინისტრთან.