თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. განიხილება საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის საქმე. მასზე აღკვეთის ღონისძიების სახით გვარამიას გირაო აქვს შეფარდებული, რომლის გადახდის ვადაც შვიდ ივნისს იწურება. დღევანდელ სხდომაზე სასამართლო მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობს. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული გირაოს გადახდის საკითხი ოპოზიციაში დაპირისპირების მიზეზი გახდა. გვარამია და მელია ღიად ამბობენ, რომ გირაოს არ გადაიხდიან , ხაზარაძე ჯაფარიძემ 50 ათას ლარიანი გირაო უკვე გადაიხადეს, გიორგი ვაშაძე კი ჯერ ისევ ფიქრობს.
