დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2012 წლამდე მედიისა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევის ფაქტებზე ისაუბრეს
დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2012 წლამდე მედიისა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევის ფაქტებზე ისაუბრეს. ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების პირობებში არსებულ მედიაგარემოზე ისაუბრა ჟურნალისტმა ბონდო მძინარიშვილმაც. მან გაიხსენა, როგორ გაასხვისა ნაციონალურმა მოძრაობამ გამომცემლობა „სამშობლოს“ შენობა და როგორ დარჩნენ ამის გამო კონკრეტული გამომცემლობები ქუჩაში.
