პარლამენტის თავმჯდომარე გერმანიის ელჩის განცხადებებს ეხმიანება
მისაღებია თუ არა იმ პროცესის ხელშეწყობა, რომელიც სიძულვილის ენისა და ღირსების შელახვის ნორმალიზებას ახდენს- ამ კითხვას პარლამენტის თავმჯდომარე გერმანიის მთავრობის მისამართით სვამს და გერმანიის ელჩის განცხადებებს ეხმიანება, რომელიც პეტერ ფიშერმა იმ ბანერის ფონზე გააკეთა, სადაც ხელისუფლებისა და მათი მხარდამჭერების შეურაცხმყოფელი წარწერები იყო. ბანერზე ეწერა სიტყვა „მონა“, რაც შალვა პაპუაშვილის შეფასებით ადამიანის ღირსების შელახვის მიზანმიმართული მცდელობაა. რაც შეეხება გერმანიის ელჩის სასამართლო დარბაზში ყოფნას, ამას პარლამენტის თავმჯდომარე ქართულ მართლმსაჯულებაზე ზემოქმედებად აფასებს. შალვა პაპუაშვილი პეტერ ფიშერს დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის აშკარა დარღვევაზე მიუთითებს.
