ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი უცხოური დახმარების სახით გაცემული 15 000 ზე მეტი გრანტის მიზნობრიობას იკვლევს
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი უცხოური დახმარების სახით გაცემული 15 000 ზე მეტი გრანტის მიზნობრიობას იკვლევს. მარკო რუბიოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უკვე აღმოაჩინეს მილიარდობით დოლარი, რომელიც იდეოლოგიურ პროგრამებზე იყო მიმართული- მათ შორის, უცხო ქვეყნებში ლგბტქ ინიციატივების, ინკლუზიურობის, მრავალფეროვნებისა და კლიმატისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დაფინანსებაზე. ამერიკის სახელმწიფო მდივნის თქმით, აღნიშნული პროგრამები საზღვარგარეთ ამერიკის მიმართ ზიზღის პროვოცირებას ახდენს და ვაშინგტონის ინტერესებს ეწინააღმდეგება.
