ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და კანადის ლიდერების ერთობლივი განცხადება დაგმო
ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და კანადის ლიდერების ერთობლივი განცხადება დაგმო. ლიდერებმა ისრაელს ღაზაში განახლებული სამხედრო ოპერაციის შეწყვეტა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში სანქციებით დაემუქრნენ. ბენიამინ ნეთანიაჰუს ადმინისტრაციის განცხადებით, როდესაც სტარმერი, მაკრონი და კარნი ისრაელისგან თავდაცვითი ოპერაციის შეწყვეტას ითხოვენ, ამით ისინი დაჯგუფება ჰამასს ისრაელზე 7 ოქტომბრის სისხლიანი თავდასხმისთვის უდიდეს ჯილდოს სთავაზობენ და ამავდროულად, მსგავსი სისასტიკის წახალისებას უწყობენ ხელს. ისრაელის პრემიერ მინისტრი ამბობს, რომ სამხედრო ოპერაცია დასრულდება მაშინ, როცა ჰამასი იარაღს დაყრის და ყველა მძევალს გაათავისუფლებს.
