ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტი Usaid-ს კორუფციაში ადანაშაულებს
ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტი Usaid-ს კორუფციაში ადანაშაულებს. სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროგრამების ყოფილმა კონტრაქტორმა სტივენ კატონმა გრანტების თანხის თაღლითური მითვისების საქმეში დანაშაული აღიარა. საქმე ეხება პაკისტანში usaid - ის მიერ ელექტროენერგიის განაწილების პროგრამას. სატონმა აღიარა, რომ ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფონდებიდან ქრთამის სახით თანხას იღებდა. შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ძალისხმევით, დამნაშავე დიდ ბრიტანეთში დააკავეს. იგი უკვე შეერთებულ შტატებშია ექსტრადირებული და პატიმრობა აქვს მისჯილი.