საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დასაქმების კვირეული გრძელდება
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დასაქმების კვირეული გრძელდება. დამსაქმებლებს შორისაა ტელეკომპანია "იმედიც". მიზანია სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმებისა და კარიერული განვითარების მხარდაჭერა. ღონისძიებაში 163 სახელმწიფო და კერძო ორგანიზაცია მონაწილეობს. დასაქმების კვირეული 23 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
