ჯივიპი წყალმომარაგებისა და წყალარინების სფეროში წარმატებული და ინოვაციური კომუნალური კომპანიების გლობალური კავშირის წევრი გახდა
ჯივიპი წყალმომარაგებისა და წყალარინების სფეროში წარმატებული და ინოვაციური კომუნალური კომპანიების გლობალური კავშირის წევრი გახდა. კომპანია ლუოვის წევრობაზე ნომინირებული იყო საერთო პროდუქტიულობის, წყალმომარაგების ქსელების ოპერირებისა და მდგრადი ფინანსური რესურსის შექმნის კატეგორიებში. ჯივიპიმ გლობალური კავშირის წევრობა პარიზში გამართულ სამიტზე მიიღო.
