განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ლონდონში, განათლების მსოფლიო ფორუმში მონაწილეობს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ლონდონში, განათლების მსოფლიო ფორუმში მონაწილეობს. ალექსანდრე წულაძემ ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები და სიახლეები გააცნო. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე. აღინიშნა ქვეყნებს შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობა. ლონდონის განათლების მსოფლიო ფორუმში სხვადასხვა ქვეყნის 150 - ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს.
