ევროკომისიის ანგარიშის და საქართველოსთან დაკავშირებული პოზიტიური ეკონომიკური პროგნოზების მიუხედავად რადიკალური ოპოზიცია რიტორიკას არ ცვლის
ევროკომისიის ანგარიშის და საქართველოსთან დაკავშირებული პოზიტიური ეკონომიკური პროგნოზების მიუხედავად რადიკალური ოპოზიცია რიტორიკას არ ცვლის. ანგარიშში წერია, რომ საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტენდენცია მომდევნო წლებში შენარჩუნდება. ასევე 2025 წლის პროგნოზის მიხედვით საქართველოს სხვა ქვეყნებზე უკეთესი მაჩვენებლები აქვს. მიუხედავად ამისა, ოპოზიცია ევროკომისიის ანგარიშში მოყვანილ დადებით მაჩვენებლებზე თვალს ხუჭავს. მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ ანგარიშით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ოპოზიციური ფლანგის მოსაზრებები ეკონომიკის რღვევასთან დაკავშირებით მოგონილია.
