სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ პარაძიუდოისტთა ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა
სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ პარაძიუდოისტთა ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა. ასტანაში გამართულ ტურნირზე გამოსვლა ქართველმა პარა სპორტსმენებმა სამი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს. ჩემპიონები გიორგი ქალდანი, საბა ბაღდავაძე და ზვიად გოგოჭური გახდნენ, ხოლო ზურაბ ზურაბიანმა და ლაშა ყიზილაშვილმა საპრიზო მესამე ადგილი დაიკავეს. გუნდურ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრებმა უზბეკეთი 4-1 დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი ისტორიაში პირველად მოიპოვა.
